კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
კომპანია „ამბოლი“ აცხადებს სტაჟირებას - კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით.
>> სარეგისტრაციო ბმული <<
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N14;
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 18:00.
ძირითადი მოვალეობები:
კორპორატიული კლიენტების მოძიებაში მონაწილეობის მიღება და მათი მოთხოვნების შესწავლა;
არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება და გაღრმავება;
გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში, შესრულებასა და კონტროლში ჩართულობა;
არსებული და ახალი კლიენტებისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურების პროცესში ჩართულობა;
კომპანია-პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება და მათთან გრძელვადიან ურთიერთობაზე ზრუნვა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
პროდუქტების და მომსახურების ოპტიმალური პაკეტის შექმნა და მისი კლიენტებისთვის სწორად მიწოდების დაგეგმვა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად.
ძირითადი მოთხოვნები:
სასურველია კანდიდატი იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
კომუნიკაბელურობა;
ორგანიზებულობა;
გამართული მეტყველება;
მოლაპარაკების წარმოების უნარი;
პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნების უნარი და კრეატიულობა;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე.